წულუკიანი - პარტიებმა ეთნიკურ წარმოშობაზე აპელირება არ უნდა მოახდინონ
პოლიტიკა - 17:45, 06 Jun, 2014     1291

უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევისგან.

კომისიის თავჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, პარტიებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობაში მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დაყოფისგან.

„ჩვენ უწყებათაშორისი კომისია მკაცრად ვგმობთ იმ აგრესიას, რომელიც გიგი უგულავამ და “ნაციონალურმა მოძრაობამ” განახორციელა მარნეულში, საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიაში. ეს არის დაუშვებელი. ამას სახელმწიფო არ მოითმენს. ყველა პარტიამ, რომელიც თავის თავს ამის უფლებას მისცემს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ამაზე ჩვენც გვქონდა მსჯელობა და შევთანხმდით რეკომენდაციაზე, რომ იმ საგამოძიებო პროცესის პარალელურად, რომელიც გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მოვუწოდებთ 8 პარტიას რომ თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევისგან. მეორე რეკომენდაცია არის ასევე უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის. კომისია გმობს, როდესაც პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკური კამპანიის პირობებში და პოლიტიკურ პროცესში მუდმივად აპელირებს მოქალაქეთა ეთნიკურ წარმოშობაზე და ცდილობს, რომ ეთნიკური უმცირესობა უმრავლესობამ გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობაში მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დაყოფისგან, რადგან ეს არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი ალეკო შალამბერიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. თეა წულუკიანი მოუწოდებს, სოფელ კარწახში მოქმედ საკრებულოს წევრს აბრაამ კარაპეტიანს სასწრაფოდ დაუბრუნოს მოსახლეობას ჩამორთმეული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

“მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ალეკო შალამბერიძის შემოტანილ ინფორმაციას და როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფელ კარწახში მოქმედ საკრებულოს წევრს, აბრამ კარაპეტიანს მივმართავ, რომელსაც თურმე სოფლის მაცხოვრებლების თქმით, პირადობის მოწმობები და პასპორტები ჩამოურთმევია და მოვუწოდო მას, შეწყვიტოს ფეოდალიზმი და მოსახლეობას დაუბრუნონ კუთვნილი დოკუმენტები, რადგამ ყველას აქვს უფლება, ხმა მისცეს მას, ვისაც საჭიროდ თვლის“, - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42