დავით უსუფაშვილი ხათუნა გოგორიშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 16:23, 06 Jun, 2014     2086

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მარნეულში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

დავთ უსუფაშვილი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, რომ მოკლე ვადებში გაარკვიონ და გადაწყვიტონ ყველა სადავო საკითხი, რათა კანდიდატებსაც და ამომრჩევლებსაც მიეცეთ კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური უფლებებით შეუზღუდავად სარგებლობის საშუალება.

პარლამენტის თავჯდომარე ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებასაც ეხმაურება. უსუფაშვილის ინფორმაციით მიმდინარე წლის 12 მაისს გოგორიშვილს ნამდვილად შეხვედა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაზე არ განხილულა არც ერთი კანდიდატის რეიტინგი.

"დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავებიც და საარჩევნო ადმინისტრაციაც იმოქმედებენ კანონის სრული დაცვით და ერთი და იგივე მაღალი სტანდარტით განსჯიან საკითხებს, მიუხედავად ამა თუ იმ პირის პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა.

ამასთანავე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მიერ ატეხილი აჟიოტაჟი მაიძულებს გავაკეთო ზოგიერთი განმარტება. 2014 წლის 12 მაისს მე ნამდვილად შევხვდი ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს. საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის, საარჩევნო თემატიკას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო. ამგვარ და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხებზე მე რეგულარული კომუნიკაცია მაქვს საპარლამენტო უმცირესობასთან, მიუხედავად ჩვენი პოზიციების თანხვედრის ხარისხისა. ესაა ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივი მოვალეობა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქალბატონი გოგორიშვილი წარმოადგენდა იმჟამად უცხოეთში მყოფ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ბატონ დავით ბაქრაძეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა და არ ყოფილა არც "დამითმე-დაგითმობ" და რაც "თუ არა და მაშინ" საუბარი.

საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად. შეხვედრამ ჩაირა საქმიან, მშვიდ ვითარებაში. მე მოვისმინე რამოდენიმე საყურადღებო და მგრძნობიარე ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებში ამავე მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე და პროცესებზე. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით შემდგომი კონსულტაციების აუცილებლობაზე. შევთანხმდით იმაზეც, თუ რაზე ვერ შევთანხმდით. ეს საკითხებიც, რაზეც შეთანხმება სხვადასხვა გარემოებათა გამო შეუძლებლად ჩავთვალეთ, შეეხებოდა მოდელებს და არა ვინმეს პიროვნულად.

მიუხედავად ყოვლად უღირსი სპეკულაციებისა, მე არ და ვერ ვისაუბრებ ამაზე უფრო დეტალურად ვერც ამ შეხვედრის და ვერც ათობით სხვა შეხვედრის თაობაზე, სადაც ”ნაცმოძრაობის” თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან უამრავი მგრძნობიარე სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხი განხილულა. არც სხვას ვუსურვებ ისეთ პიროვნულ თუ პოლიტიკურ აგონიაში აღმოჩენას, რომ ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთილგონიერება დაკარგოს.

აქვე ვაცხადებ, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ ვინმესთან შემდგომ დებატებს. ერთადერთი, თუ რამე არსობრივი ან ეთიკური შეკითხვა აქვს ამ შეხვედრის თაობაზე, მზად ვარ ვუპასუხო ბატონ დავით ბაქრაძეს, რომლის წარმომადგენლადაც მესტუმრა ქალბატონი გოგორიშვილი", -ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42