„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ საქართველო MAP-სთვის მზად არის“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამნ განაცხადა.
თუმცა მისი თქმით, საქართველოსთვის MAP-ის მიღებაზე განცხადებები ნაადრევია.
“ორი დღის წინ ვიყავი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, სადაც ჩვენი პარტნიორების უმეტესობამ ღიად დააფიქსირა, რომ საქართველო მზად არის MAP-ისთვის. გარდა ამისა, სულ რაღაც ერთ კვირაში გამოვა ნატო-ს შეფასება სხვა კანდიდატ ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ფორმალური დისკუსიები შემდგომი სამიტის გაფართოების პერსპექტივებზე. აბსოლუტურად ნაადრევია ყველა განცხადება, დადებითი თუ უარყოფითი, ამ საკითხზე. გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა, გითხრათ, რომ სექტემბრამდე ალბათ, ეს რთული მოლაპარაკებები გაგრძელდება”, - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






