დღესვე, მათი მხრიდან დასახელდა კონკრეტული გვარებიც, მოგვიანებით ოჯახის წევრებს შეხვდა საოლქო პროკურორიც თამაზ უბილავა, რომელმაც აქციის მონაწილეებს განუმარტა,რომ საქმეს მთავრი პროკურატურა იძიებს და ის ობიექტურად წარიმართება.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ოფისთან გადაინაცვლეს და თენგიზ გუნავას ქარდავას მკვლელობის საქმეზე პასუხი მოსთხოვეს, აქციის მონაწილეებს ესე შეხვდა გამგებლობის კანდიდატი, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
გუნავა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა.
აქციის შემდეგ ქარდავას ოჯახის წევრები სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორსაც შეხვდნენ, რომლისგანაც მხარდაჭერის დაპირება მიიღეს.
„ეს არსამათვრობოები ყველას რომ გვერდში უდგანან ჩვენც დაგვიდგნენ ხალხნო გვერდით, მთელმა საქრათველომ გაიგო ხალხნო გუშინ რაც მოხდა, ნუთუ არ ვებრალებით არავის კაცო, დღეს ჩვენ გაგვამწარეს, მაგრამ ბევრია ასეთი გამწარებული, კიდევ გამოჩნდება ასეთი გამწარებული“,- განაცხადა პაატა ქარდავას მეუღლემ ელისო სართანიამ.
„არ ამოჭრათ არც ერთი ჩემი სიტყვა ხალხნო და გააშუქეთ ყველა,პასუხი აგოს რომან შამათავამ, თენგიზ გუნავამ, კობა ნარსიამ, ზაზა გოროზიამ ყველამ. ხელისუფლემა დამიდგეს გვერდით, ამას ესე არ დავტოვებთ, მამის სისცოცხლეს არ შევარჩენთ არავის. მადლობა პრემიერმინისტრს რომელმაც თქვა, რომ ამას გამოვიძეიბთო და ეს საჯაროდ გამოქვეყნდებაო, მე მაგის იმედი მაქვს“,- აღნიშნა ქარდავას შვილმა.
„არ ვიცი, მე თენგიზ გუნავამ არ ვიციი, ტყუილია აბსოლუტურად... სამართალდამცავები არიან ესენი და დაგვიმტკიცონ ჩვენ, გიყენებენ ხალხნო. მე ვარ მართალი ჩემი სინდიდსის წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე და ღმერთის წინაშე, ღარიბაშვილი არის არამზადა“,- განაცხადა თენგიზ გუნავამ.
მისივე თქმით, „კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მისიმა არამზადა პრემიერმინისტრმა და გამოძიოს საქმე და ნორმალურად მისცეს მსვლელობა და არა ისე წინაარჩევნოდ რომ მანიუპულირებს, თუ ასე ეშინოდათ აქ არჩევნების, მაშინ კეთილი ენებათ და წესიერი კანდიდატი დაეყენებინათ, რომ მოეგოთ არჩევნები“, - აღნიშნა გუნავამ.
მასალის გამოყენების პირობები






