"ჩვენ პირველ რიგში, ვითხოვთ, დადგინდეს, რა საუბარი ჰქონდა დავით უსუფაშვილს უმცირესობის წევრებთან. პირველად მან მოიყვანა არგუმენტად, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელის კანდიდატურა იწვევს გარკვეულ პრობლემებს "ქართული ოცნებისათვის" და ხელისუფლებისათვის. ამიტომ იმამყულიევის კანდიდატურა მარნეულში უნდა მოგვეხსნა. ამას ნამდვილად სჭირდება გამოძიება", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისვე თქმით, აღნიშნულ საკითხს პარტია უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე დასვამს.
ამასთან, ჭიაბერაშვილი სხდომაზე იმ ფაქტებზეც აპირებს საუბარს, რომელიც მისივე თქმით, წინასაარჩევნო ძალადობას შეეხება. მისივე განაცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა არაეფექტურია და კომისია მხოლოდ იმ დღეს არსებობს, როცა ის სხდომას მართავს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მას პირადად დავით უსუფაშვილმა შესთავაზა, მოეხსნათ მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი.
მასალის გამოყენების პირობები






