რა ხდება ,,ოცნების“ კულუარებში - კოალიცია მარგველაშვილის იმპიჩმენტს განიხილავს?
პოლიტიკა - 12:27, 06 Jun, 2014     2976

რა ხდება ოცნების კულუარებში. კოალიციაში ერთ-ერთ დაპირისპირებულ მხარეებად მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის ფიგურები სახელდება, კოალიციის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გახშირდა, - ამის შესახებ ,,ბი ნიუსი“ წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, დაპირისპირება იმ დონემდე მივიდა რომ კოალიციაში მარგველაშვილი ინპიჩმენტზეც კი ალაპარაკდნენ, განსაკუთრებით კი პრემიერის ქომაგები.

დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მარგველაშვილს სახელმწიფო კანცელარიაში მოუწია შესვლა და პრემიერის გავლენის ქვეშ მოექცა, ამის შემდეგ პრეზიდენტი ბედავს და საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადადის მის გუნდთან ერთად, ივანიშვილმა მარგველაშვილს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლაზე უსაყვედურა და განაცხადა რომ მას პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, ამ განცხადების შემდეგ კოალიციაში უკვე აქტიურად იწყება მარგველაშვილის შევიწროება ღარიბაშვილის გუნდის მიერ, ივანიშვილმა მისი განცხადებით მარგველაშვილი კიდევ ერთხელ შეასუსტა და ღარიბაშვილი გააძლიერა, ამას ისიც ერთვის რომ თუკი ღარიბაშვილი ივანიშვილის მადლიერია და მუდმივად ახსენებს, მარგველაშვილი აღარც ახსენებს ივანიშვილის და არც მადლიერებას გამოხატავს მის მიმართ , ამას დაემატა ის რომ პრეზიდენტი თითქმის აღარ ჩანს გუნდთან ერთად მაგ: რელიგიურ ღონისძიებებზე,პარტიულ შეხვედრებზე, წინასაარჩევნო კამპანიებში და ღონისძიებებში. სამთავრობო უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის შეხვედრებზე.

მარგველაშვილის და ღარიბაშვილის ურთიერთობა პატარა ბავშვების კინკლაობას წააგავს ისინი სხვა ქვეყნის ლიდერებს სხვადასხვა ადგილას და ცალცალკე ხვდებიან, უფრო მეტიც საფრანგეთის პრეზიდენტს ნორლანდს საქართველოში ჩამოსვლის დროს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება მათ მაგივრად, მაშინ ღარიბაშვილის მოთხოვნა იყო რომ პრეზიდენტს ოლანდი მის საპრეზიდენტო რეზიდენციაში არ მიეწვია, აქაც იკვეთება გარემოება რომ მარგველაშვილზე კოალიციის მხრიდან სხვადასხვა სახის პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობდა, ოლანდის გამგზავრების შემდეგ მარგველაშვილი აქტიურად საუბრობს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე მან უნდა მოაწეროს ხელის და არა პრემიერმა, მთავარი დაპირისპირება ქვეყნის ორ ლიდერს შორის ამ დროს იწყება, ღარიბაშვილი ივანიშვილთან შეუთანხმებლად კრებს გუნდს და მოუწოდებს მათ თუ პრეზიდენტი ამ ტონალობაში გააგრძელებს საუბარს დადგეს მისი ინპიჩმენტის საკითხი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა კოალიციას ამ ბერკეტის გამოყენება აღარ დასჭირდა რადგან მარგველაშვილმა თავად დაუთმო ღარიბაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ამავდროულად კოალიციაში ეს სვლა რისკადაც მიიჩნიეს, ამის შემდეგ მოხშირდა განცხადებები მინისტრების და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან რომ პრეზიდენტი აპოლიტიკური ფიგურაა, მაშინ როცა კონსიტიტუციაში მკაფიოდ წერია პრეზიდენტის როლის შესახებ.

მარგველაშვილის ინპიჩმენტის საკითხი გადაიდო თუმცა არა დიდი ხნით, რადგან პრეზიდენტი ისევ გააღიზიანა მის მიმართ ამგვარი სახის განცხადებებმა, ამას ისიც ემატება რომ ახლოსაა უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, სადაც მიწვეულია სააკაშვილი და მასთან ერთად გიორგი მარგველაშვილიც, ოცნებაში უკვე შიშობენ, რომ თუკი მარგველაშვილი სააკაშვილთან შეხვერდას მარტო შეძლებს, ამ შემთხევაში მარგველაშვილი უკვე კოალიციისთვის უმართავი პრეზიდენტი გახდება, სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გამო ისევ განიხილება ქართულ ოცნებაში მარგველაშვილის ინპიჩმენტის საკითხი ამჯერად ივანიშვილთან შეთანხმებით, თან ამას ისიც ემატება რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით მყოფ ქართულ ოცნებას სურს პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს. არაა გამორიცხული, რომ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მარგველაშვილმა ალასანიასთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს, რაც ქვეყანაში ახალ კოაბიტაციას წარმოშობს.

სწორედ ამის ეშინია ღარიბაშვილს, რადგან კოალიციაში მას ორი უმართავი ძალა ჰყავს მარგველაშვილისა და ალასანიას სახით, ხოლო თუკი შეძლო და მარგველაშვილის ინპიჩმენტმა მშვიდად ჩაიარა ამის შემდეგ უკვე ღარიბაშვილი ალასანიას გუნდის მოშორებაზეც იფიქრებს, ოღონდ ისე, რომ კოალიციის გარეშე ალასანიას პოლიტიკურ ძალას მაღალი რეიტინგი არ ჰქონდეს.

კოალიციაში უკვე განიხილავენ, თუ ვინ იქნება ინპიჩმენტის შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც არა ხალხი, არამედ პარლამენტი აირჩევს, ამ შემთხვევაში კოალიციისთვის საუკეთესო კანდიდატი ვახტანგ ხმალაძეა, რომელსაც თავდაპირველად ივანიშვილიც უჭერდა მხარს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42