“არანაირი საშიშროება ეკონომიკის 5 პროცენტიან ზრდას არ ემუქრება“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კუთხით სხვადასხვა თვეებში სხვადასხვა აქტივობაა და პირველ კვარტალს შემდეგ მოჰყვება ეკონომიკური აქტივობის მცირეოდენი ვარდნა.
"პირველ კვარტალს მოჰყვება ეკონომიკური აქტივობის მცირეოდენი ვარდნა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შარშან აპრილის თვეში დაფიქსირდა შედარებით მაღალი ზრდა და ამან გამოიწვია შედარებითობის პრინციპიდან გამომდინარე უფრო დაბალი განაკვეთი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთელი რიგი მიმართულებებით არის ძალიან დიდი აქტივობა და არანაირი საფრთხე 5%-იან ეკონომიკურ ზრდას არ ემუქრება. სავარაუდოდ, მეტიც შეიძლება იყოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






