"მარნეულში მომხდარი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება"
პოლიტიკა - 21:05, 05 Jun, 2014     2237

საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება“ შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, მარნეულის ოლქში მომხდარი ფაქტი დროულად შეაფასონ და სათანადო კვალიფიკაცია მისცენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების“ შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა, აღნიშნული ქმედება საარჩევნო ადმინისტრაციაზე ღია ზეწოლაა.

“გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დღეს, მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტს.

როგორც საზოგადოებამ მედიიდან უკვე შეიტყო, გიგი უგულავა, რომელიც ბრალდებულია მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან ერთად, შეიჭრა ცსკ-ის მიერ დანიშნული მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში, მუქარის ტონით მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დემონსტრაციულად დახიეს საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოსაწერი განკარგულება, რათა კომისიას სამუშაო ვადებში ვერ მოესწრო თავისი უფლებამოსილებისგან¬ხორციელება, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა.

“ქართული ოცნება“ აღნიშნულ ქმედებას საარჩევნო ადმინისტრაციაზე ღია ზეწოლად აფასებს.

როგორც ჩანს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დააფასა ჩვენი კოალიციის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცსკ-მ მიიღო გადაწყვეტილება, პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესში მთელი სიის დანარჩენი შემადგენლობის დატოვების შესახებ.

ნაცვლად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში და მიიღოს ის განაჩენი, რომელსაც მათ ქართველი ხალხი განუსაზღვრავს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ჩვეული მუქარის ტონით აგრძელებს საუბარსა და ქმედებას.

ეს ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მისცენ სათანადო კვალიფიკაცია”, - განაცხადა შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42