ირაკლი ოქრუაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიუსაფარი ძაღლების დაძინებას გეგმავს
პოლიტიკა - 19:07, 05 Jun, 2014     29917

"რაც არ უნდა ილაპარაკონ ვიღაც არასამთავრობოებმა, რომ ეს არის არაჰუმანური აქტი, ჯობია 10 კაცი იყოს კმაყოფილი, ვიდრე ერთი უკმაყოფილო. 6 წელი ევროპაში ვიცხოვრე და ვიცი, დაძინების პროგრამა არსებობს. დააძინებ ამ ძაღლებს და პრობლემა მოგვარდება, ვიდრე 24 საათი აჭამო”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ამჟამად „ქართული პარტიის“ლიდერის აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. როგორც განცხადებიდან ირკვევა ოქრუაშვილი გორის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ძაღლების დაძინებით ხედავს. სააკაშვილის ყოფილი, ყველაზე სკანდალური მინისტრის აღნიშნულ განცხადებას ცხოველთა უფლება დამცველები ეხმაურებიან. ერთ-ერთი მათგანი ყოფილ მაღაჩინოსანს შეურაცხადს უწოდებს .

„ეს არის მარაზმი. ადამიანი რომელიც პოლიტიკაში მოდის და ხალხს მიუსაფრების მკვლელობას პირდება ეს არის ყოვლად მიუღებელი - დანაშაული. ეს ადამიანი არის არაადეკვატური. ებრძვის ცხოველებს, რატომ? ეს არის სულიერად სუსტი ადამიანის საუბარი, მას სჭირდება ფსიქოლოგი და არის შეურაცხადი, ალბათ მას თავისზე სუსტების მიმართ შიში აქვს -ეს არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ქმედება, გულიანი წამოძახილი და დაუფიქრებელი განცხადება ის რასაც ფიქრობს ხმამაღლა ამბობს, მან არ იცის ევროპაში ცხოველებს როგორ ექცევიან. ავუხსნი: თითქმის ქუჩის პირობებშიც კი დაიწყო სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, ვაქცინირება, ეს რომ ევროპის ქვეყნებში გაიგონ, ზუსტად ისინი შეიტანენ ჩვენს მაგივრად საჩივარს და მე თავს ვალდებულად ვთვლი ხმა მივაწვდინო, ევროპის იმ ქვეყნებს სადაც ცხოველთა ჰუმანური პირობები უკვე შექმნილია კი აძიებენ ცხოველებს ჰუმანურად, მაგრამ ეს ისეთი დაავადებების დროს როდესაც ადამიანისათვის საშიშია და გადამდები, მაგრამ არა ჯანმრთელ ცხოველებს, როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა. ადამიანი რომელიც პირდება ადამიანებს ძაღლების ამოხოცვით, არ მესმის ასეთ მკვლელს ვინ უნდა მისცეს ხმა? როგორ შეიძლება ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი მკვლელს ჩავაბაროთ? იმდენად შემძრა ამ ამბავმა საუბარიც მიჭირს ოქრუაშვილმა იქნებ წაიკითხოს 259-ე მუხლი და არ მესმის ქუჩის ცხოველები რატომ არ უნდა იყოს ქალაქში? “ - აცხადებს სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრი ირმა მთიულიშვილი.

გიორგი ახალკაცი „ნიპოსტი“ გორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42