გიორგი მარგველაშვილი თომას ჰამერბერგს შეხვდა
პოლიტიკა - 18:09, 05 Jun, 2014     1276

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ის ვალდებულებები იყო, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. როგორც თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, შეხვედრისას მათ იმის თაობაზეც იმსჯელეს, თუ რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს ევროკავშირმა საქართველოს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. გიორგი მარგველაშვილმა და თომას ჰამარბერგმა, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ამ მხრივ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„პრეზიდენტთან ძალზე კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ასევე ვიმსჯელეთ როგორ უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია და რა სახით გააგრძელებს ევროკავშირი საქართველოს დახმარებას. შემდგომ უკვე გვექნება თანასწორი ურთიერთობა, როგორც ორ ევროპულ მხარეს. ასე რომ, ისტორია არ მთავრდება ამ ხელშეკრულების ხელმოწერით, პირიქით, დაიწყება მჭიდრო ურთიერთობისა და ორმხრივი მხარდაჭერის ახალი ერა“, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.მხარეებმა ყურადღება საქართველოში მაღალი რანგის პირთა ვიზიტების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილისა და თომას ჰამარბერგის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42