აფხაზეთში ქართველების ჩანაცვლებას რუსი მოქალაქეებით აპირებენ - ოკუპაციის ახალი ეტაპი... - რაისა ქარაია
პოლიტიკა - 17:35, 05 Jun, 2014     2292
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციის ”ქართული ოცნება-ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო” თავმჯდომარე რაისა ქარაია ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი მოსახლეობის მოსალოდნელი შევიწროების თემას. რაისა ქარაია ხელისუფლებას ადექვატურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს არის ოკუპაციის შემდგომი ეტაპი ანექსიისკენ.

,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრებ ქართველებს უკვე ართმევენ ეგრეთ წოდებულ აფხაზურ პასპორტებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ ოჯახების აღრიცხვა, რომელთა თუნდაც ერთი წევრიც კი მონაწილეობდა 1992-93 წლების საომარ მოქმედებებში. ვფიქრობ, ახალი სეპარატისტული ხელისუფლება აიძულებს ქართველ მოსახლეობას უარი განაცხადონ საქართველოს მოქალაქეობაზე, რამეთუ სრულებით არ სჭირდებათ მათ იქ არავითარი ქართული ელემენტის არსებობა, უფრო მეტიც, ქართველების ჩანაცვლებას რუსი მოქალაქეებით აპირებენ, ან კიდევ საუკუნის წინ გადასახლებული მუჰაჯირებით, რომლებიც ახლა რეპატრიანტებად მოგვევლინენ. რუსეთი ცდილობს აფხაზეთში დემოგრაფიული ფონის შეცვლას, რომ შემდეგ ერთ-ერთ თავის რეგიონად აქციოს. მიტინგზე გახმოვანებული კრემლის ლოზუნგები არ არის აფხაზი ხალხის ნება. უხუცესებმა უკვე განაცხადეს, რომ მიზანმიმართულად ხდება აფხაზეთის წაშლა დედამიწის ცნობიერებიდან. ეროვნული სულისკვეთების აფხაზები, ცხადია, ამას არ ეგუებიან, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ამ კრიზისის დაძლევა სცილდება მათი შესაძლებლობის ფარგლებს“, - აცხადებს რაისა ქარაია და აფხაზეთის კრიზისთან მიმართებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაზე მიუთითებს.

ქარაიას თქმით, აფხაზეთში არცერთი სეპარატისტული ხელისუფლება პროქართული არ ყოფილა. მისივე განმარტებით, რუსეთი სხვადასხვა მეთოდებით თავიდან იშორებს იმათ, ვინც მათთვის სასურველი აღარ იყო. ქარაიას ამის მაგალითად ბაღაფში და ანქვაბზე რამდენიმე თავდასხმა მოჰყავს.

,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება არაადეკვატურია აფხაზეთის კრიზისის მიმართ და მიიჩნევენ რომ საგანგაშო იქ არაფერი არ ხდება. ამაზე მეტი საგანგაშო რაღა უნდა იყოს, როცა ოფიციალური ”გადაფორმება” მიმდინარეობს ჩვენი ტერიტორიის? აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით ანუ ზეწოლით გადააყენეს, რომლის ერთ-ერთ მიზეზად ქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება დასახელდა. არცერთი სეპარატისტული ხელისუფალი იქ პროქართული არ ყოფილა. ანქვაბი უფრო პროაფხაზური ფიგურაა, ხაჯიმბა კი პრორუსული. ცხადია, რუსეთს ანქვაბი (მანამდე კი ბაღაფში) ფეხებში ებლანდებოდა იმპერიული გეგმების გახორცილებაში. გადავხედოთ ისტორიას, რუსეთი არასასურველ პიროვნებას სხვადასხვა მეთოდით იშორებდა თავიდან. ბაღაფშის გარდაცვალება დღემდე იდუმალებითაა მოცული. ანქვაბს 6-ჯერ მოუწყვეს თავდასხმა“, - აცხადებს ქარაია.

მისი თქმით, უკვე 20 წელია იმპერიალისტები იტანენ რუსეთის კმაყოფაზე მყოფი აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სოჭის მსგავსად იჩუქონ.

,,ეს არის აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომი ეტაპი ანექსიისკენ. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამისკენ. ახლა ნიადაგს ამზადებს რეფერენდუმისთვის, სადაც მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს აფხაზეთის რუსეთთან ასოცირებულ ურთიერთობას. ცხადია, ამაში ქართულენოვანი მოსახლეობა ხელს უშლის, ამიტომაც გახდა საჭირო მათი გამოძევება იქიდან, ან კიდევ ხმის უფლების ჩამორთმევა. ქართველებს ისედაც რთულ პირობებში უწევდათ ოკუპირებულ სამშობლოში ცხოვრება - პოლიტიკურ, მატერიალურ თუ მორალურ ზეწოლას ვგულისხმობ, ახალი რეჟიმის პირობებს როგორ გაუძლებენ, ვერ გეტყვით, თუმცა აფხაზეთიდან ქართველის სრულიად ამოძირკვას სჯობს იძულებით "პასპორტიზირებული" მისი იქ ყოფნა. რუსეთი ირწმუნება, რომ არ ერევა ”დამოუკდებელი” აფხაზეთის შიდა საქმეებში, მაგრამ ამის მსგავსი განცხადებების მეტი რა გვსმენია 1992-93 წლების ომის პერიოდში და რა მივიღეთ ასეთი ”ჩაურევლობის” შედეგად ყველას გვახსოვს. იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან შორს იდგა“, - აცხადებს ქარაია და ჟენევის ფორმატის გამოყენების აუცილებლბაზე საუბრობს.

,,დღეს შეიძლება ჟენევის ფორმატის გამოყენება ამ პრობლემის მოსაგვარებლად - უნდა დაისვას საკითხი, რომ რუსეთმა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში კონტროლის განმხორციელებელმა ძალამ არ დაუშვას ქართულენოვანი მოსახლეობის შევიწროება და უზრუნველყოს მორიგი ეთნიკური წმენდის თავიდან აცილება“, - აღნიშნავს ”ქართული ოცნება-ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო” თავმჯდომარე რაისა ქარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42