პრემიერმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 16:07, 05 Jun, 2014     1951
თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ 15 წუთში დაიფარება. ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პროექტის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ მიაწოდეს.

ობიექტზე პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთავის მაჟორიტარი ზვიად ძიძიგური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაოებს გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ახალი გზა მუდმივ საცობებს განტვირთავს, ავარიული სიტუაციების საფრთხეს მოხსნის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედ“-ს შორის არის გაფორმებული.

სამუშაოების განხორციელება 22 აპრილს დაიწყო. კონტრაქტის ვადა 17 თვეა. პირველ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პირველ მონაკვეთზე გზა არ იქნება გადაკეტილი, ხოლო მესამე მონაკვეთზე გზის ერთი მიმართულების გადაკეტვა მოხდება.

პირველი და მესამე მონაკვეთების ღირებულება 88 761 128,95 ლარია. საგულისხმოა ის, რომ სამუშაოებზე ადგილობრივი მუშა-ხელი იქნება დასაქმებული.

რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და გადაგზავნილია აზიის განვითარების ბანკში. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი ცალკე გამოცხადდება.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.

საპროექტო ავტომაგისტრალის სიგრძე საორიენტაციოდ 17,4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და, შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი, კერძოდ:

პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი;

მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრია. ამ მონაკვეთზე იგეგმება მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოსავლელი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3,75 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება სატრანსპორტო კვანძები, ორი მიწისქვეშა, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი;

მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასავლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. ტროტუარები გათვალისწინებული არ არის. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42