ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ახალი გეზი გახსნა
პოლიტიკა - 14:05, 05 Jun, 2014     963

თბილისში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ახალი გეზი გაიხსნა. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“ გახსნის პირველივე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და შემოსავლების სამსახურის უფროს ირაკლი გვარამაძესთან ერთად მოინახულა.

სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 5 ნოემბერს დაიწყო და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4,5 მლნ. ლარი შეადგინა. აღნიშნული ობიექტის მშენებლობაზე 120 პირი იყო დასაქმებული.

გეზი „თბილისი 2“ თანამედროვე სტილის შენობა-ნაგებობაა, რომელიც კომბინირებული მეთოდით - ლითონისა და რკინაბეტონის ელემენტებითაა აგებული. გამოყენებულია ასევე ცეცხლმედეგი მასალებიც.

ახალი გეზი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ელექტრონული საშუალებებით, სატვირთო ავტომანქანების 4 მისადგომითა და ტვირთის საბაჟო დამუშავებისთვის განკუთვნილი რამპით. რამპის პლატფორმის ფართობი 1157 კვ.მ, ხოლო სასაწყობე ფართი 350 კვ.მ. შეადგენს. გააჩნია სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი და შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მეწარმემ კომფორტულ გარემოსა და უმოკლეს დროში, შეძლოს საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო ისეთი პროცედურების განხორციელება როგორიცაა: საბაჟო დეკლარაციის შევსება, ტვირთის გაფორმება, დათვალიერება, წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა, ლაბორატორიული კვლევა, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული თუ პროდუქციის სხვა სერტიფიცირება, ექსპერტიზის ჩატარება.

სრულყოფილი დატვირთვის შემთხვევაში, გეზი „თბილისი 2“ დღის განმავლობაში 200-მდე მეწარმეს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გეზი „თბილისის“ დატვირთვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42