საქართველოს მთავრობის პასუხი ქართველ ემიგრანტებს გახარჯულ 400 000 ლარზე
პოლიტიკა - 12:59, 05 Jun, 2014     1285

პირველი რადიოს გადაცემა „ქრონიკა +“ თან მიცემულ ინტერვიუში საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა ლია წიქორიშვილმა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლების, შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 400 000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.

ამასთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქვეყნებს იმ ღონისძიებების მოკლე ჩამონათვალს, რისთვისაც დაიხარჯა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 400 000 ლარი.

2013 წელს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს საქართველოს მთავრობის 30.06.2013წ. №975 განკარგულებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა, შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი. 2013 წლის განმავლობაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოსული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ყველა წერილობითი მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული.

„აღნიშნული განკარგულების თანახმად შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:

1. მსოფლიოს 20 ქვეყანაში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის 44 ანსამბლისათვის შეიკერა ქართული ხალხური ცეკვის ფორმები (ჩოხა-ახალუხი, კაბები, ცეკვის ატრიბუტიკა) და გადაეცა დასაკრავი ინსტრუმენტები. მათ შორის არის საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.თესლონიკში არსებული ქართული ცეკვის სამი ანსამბლი „ფესვები“, „მამული“ და „საქართველო“.

2. საზღვარგარეთ მოქმედი 77 ქართული საკვირაო სკოლისათვის დაიბეჭდა ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები. 2013-2014 წლის განმავლობაში, სახელმძღვანელოები და თვალსაჩინოებები გადაეცა 28 საკვირაო სკოლას, მათ შორის ქ.ათენის ვახტნაგ VI სახელობისა და ქ.თესალონიკის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართულ საკვირაო სკოლებს. დიასპორული ორგანიზაციის ან საკვირაო სკოლის ხელმძღვანელების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სახელმძღვანელობის გადაცემა გრძელდება.

3. საზღვარგარეთ მოქმედ სპორტულ გუნდებს გადაეცა სპორტული ფორმები და აღჭურვილობა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებაში. კერძოდ, დიასპორის თასი ფეხბურთში ქ.თესალონიკსა და ქ.ათენში (საბერძნეთი), დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, ტურნირი ჭიდაობაში ფილადელფიასა და ნიუ იორკში, აშშ-ში.

4. სოციალური პროექტი: „ქართველი ექიმები თანამემამულეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის“. პროექტი ითვალისწინებდა ქართველი ექიმების მიერ საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის (როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად მყოფი პირებისათვის) უფასო სამედიცინო კვლევების, დიაგნოსტიკისა და კონსულტაციების ჩატარებას.

5. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და დაფინანსებით განხორციელდა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მოზარდების საქართველოში მოქმედ ბანაკებში დასვენების ორგანიზება. საზღვარგარეთ მცხოვრებმა 100-ზე მეტმა მოზარდმა დაისვენა საზაფხულო ბანაკებში. ასევე, აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი - საზაფხულო სკოლა ქართველი ემიგრანტი მოზარდებისათვის „საქართველო ჩემი სამშობლოა". პროექტი მიზნად ისახავდა ემიგრანტი მოზარდების საქართველოში ჩამოყვანსა და საქართველოს ისტორიის, მშობლიური ენისა და ლიტერატურის უკეთ სწავლებას, საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას. ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო 32 თანამემამულემ, მათ შორის იყვნენ ქართველი მოზარდები საბერძნეთიდან.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42