საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა მარნეულის კულტურის სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავად იქნება არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების გარანტი:
"მე ვიქნები იმის გარანტი, რომ არჩევნები თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში ჩატარდება და მარნეულს ეყოლება ხალხის მიერ არჩეული წინამძღოლი. სახელმწიფომ მიიღო ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომლითაც ხალხს საშუალება მისცა თვითონ განსაზღვრონ ის პიროვნება, რომელიც მის მუნიციპალიტეტს, მის ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება.
პირველ რიგში ავამოქმედეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა; დავაზღვიეთ ყველა მოქალაქე და მკურნალობის თანხებს სახელმწიფო იხდის; გავარემონტეთ ბაგა-ბაღები, სკოლები, უფასოდ დავარიგეთ სახელმძღვანელოები; უკვე ბევრგან მოვაგვარეთ წყლის პრობლემა, ვანხორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროქტებს. ასე, რომ სულ მალე სასიკეთო ცვლილებებს ყოველი თქვენგანი იგრძნობს. ეს ის მინიმუმია, რაც სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ, ესაა ჩემი ვალებულება და ჩვენი მთავრობა ამას აუცილებლად გააკეთებს თქვენთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






