ექსკლუზივი: სამჭიდში, პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონატზე
სპორტი - 12:51, 05 Jun, 2014     4969

ეს ქართველი გოგონა, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს ორგზის ევროპის და ორგზის საქართველოს ჩემპიონია. სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოდის. ვალიტა მელქაძე იმ სპორტშია, რომელსაც ქალები საქართველოში გაურბიან. ბოლო რეზულტატი ამგვარია, სამჭიდის ერთ-ერთ სახეობაში წოლჟიმში მან თავის წონათა კატეგორიაში 75 კგ დააფიქსირა. ამჯერად ის მსოფლიო ჩემპიოპნატისთვის ემზადება. სამომავლო გეგმებზე „ნიუპოსტს“ თავად ევროპის ჩემპიონი ესაუბრა. მან საქართველოში რამდენიმე დღე დაჰყო.

ვალიტა მელიქაძე: თბილისის გარეშე არ შემიძლია, ამიტომ ხშირად ვარ ხოლმე აქ. ამ სპორტით დაინტერესებაც თბილისიდან დაიწყო. ადრე ფიტნესზე დავდიოდი, მერე „შტანგა“ ვცადე და ძალიან მომეწონა. საქართველოში როცა ჩამოვედი კლუბში წავედი სავარჯიშოდ, სადაც ძალიან კარგი ტრენერი, ზაური ჯავახიშვილი დამხვდა, ის არაერთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენია. სწორედ ზაურმა მირჩია წოლჟიმში ჩართვა, პოტენციალი გაქვს და მოდი ვცადოთო. მერე კი ისეთი სისტემით მავარჯიშა, რომ ძალიან მალევე მივიღეთ კარგი რეზულტატი. ახლა ვაპირებ მსოფლიო ჩემპიონატზე 80-82-კგ-ს დაფიქსირებას. არ ვჩქარობ, ძალიან ნელა და მშვიდად მივდივარ ჩემი რეზულტატისკენ.

-საქართველოში შენს გარდა ამ სპორტით თუ არის კიდევ რომელიმე ქალი დაკავებული?

-კი, თან საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლებით, მაგრამ წოლჟიმში არა. წოლჟიმში მე ვარ ერთადერთი ქალი. საქართველოში ქალებისთვის ეს სპორტი არის მკვდარი. ფულად ჯილდოს არ გაძლევენ, ფედერაცია ყურადღებას მაინცა და მაინც არ გაქცევს. ევროპაში, უკრაინასა და რუსეთში ბევრად მეტად არის განვითარებული. ამიტომაც უფრო მეტი სპორტსმენია ქალი იქ. აქ სამწუხაროდ არა.

-შენ არ გირთულდება ეს სპორტი, როგორც ქალს?

-არის რაღაც პერიოდები, როდესაც ვგრძნობ, რომ მძიმეა და ორგანიზმი იღლება, ზოგადად კი უფრო მიჩვეული ვარ. თან არ ვჩქარობ არსად და ძალიან ნელ-ნელა ვუმატებ წონებს. არ მინდა რომ სტრესში ჩავაგდო ორგანიზმში. ისე ქალისთვის ეს ძალიან მძიმე სპორტია. ძალიან ბევრი ქალი ქიმიას ხმარობს, ფარმაკოლოგიას, სინთეთიკურ ჰორმონებს, რომ რეზულტატი მიიღოს, დრო და სტაჟი სჭირდება ამ სპორტს...

-შენთან ამ მხრივ რა ხდება, არასოდეს დაინტერესებულხარ მსგავსი პრეპარატებით?

-მე ქიმია არასოდეს მიმიღია, შიში მაჩერებს. რადგან მინახია ქალები, რომლებიც ამ პრეპარატებს იღებენ და ნამდვილად არ მინდა რომ იმათ დავემსგავსო. წვერები არ ამოსდით, მაგრამ ხმა უბოხდებათ , სახის ნაკვთები „უგრუბდებათ“ და ბევრად უხეში უხდებათ. მსაჯებიც სცნობენ, ძალიან ეტყობათ სახეზეც. ამიტომ ისინი იმ ჯგუფებში გამოდიან სადაც დოპინგ კონტროლი არ არის. ეს გზა ჩემთვის როგორც სპორტსმენისთვის შეურაცხმყოფელია, მინდა სუფთად გამოვიდე. ეს ჩემი არჩევანია. მე იმას არ ვამბობ, რომ ისინი ცუდი სპორტსმენები არიან, არა მათაც ძალიან დიდი შრომა აქვთ ჩადებული, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია.

-რას მეტყვი სოფლიო ჩემპიონატზე, იქედანაც გამარჯვებული დაბრუნდები?

-საკმაო დრო მაქვს მოსამზადებლად და ვიცი, რომ კარგ რეზულტატს ვაჩვენებ. ევროპის ჩემპიონატის მერე საკუთარ თავში ძალიან ვარ დარწმუნებული, რადგან იქ ძალიან ბევრი კონკურენტი მყავდა, რამაც თავიდან ძალიან დამაბნია, მაგრამ, როდესაც მათ რეზულტატებს ჩემი რეზულტატები შევადარე, გამეცინა და აბსოლუტურად მშვიდად ვარ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42