გაფარჩაკებული პროკურატურა ხვდება, რომ შამათავას განაჩენი გამამართლებელი იქნება - ანი ნადარეიშვილი
სოც.მედია - 12:24, 05 Jun, 2014     2708
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი, შს სამინისტროს განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"უგუნური და პანიკაში მყოფი ხელისუფლების იდიოტური სქემა, თუ როგორ გაუხანგრძლივონ გმირებს პატიმრობა, რომელსაც უკვე პატარა ბავშვიც კი ხვდება რომ მარაზმია.

რომა შამათავა არის საქართველოს გმირი, ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, მისი თავისუფლებაზე ყოფნა რბილად რომ ვთქვათ ძალიან არ აწყობს რუსეთს, მითუმეტეს აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო, და სწორედ მათი დავალებით არის გამოკეტილი ციხეში. ყველას გახსოვთ ალბათ გენერალ გოგი თათუხაშვილის განცხადება, რომ მისი შვილის შემდეგ რომას ლიკვიდაცია მოხდება.

რომას წინასწარი პატიმრობის ვადა 21 ივლისს ეწურება, ისე როგორც ბაჩოს 26 ივლისს. სასამართლოს წინაშე გაფარჩაკებული პროკურატურა ხვდება რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება, სწორედ ამიტომ დგება რომას გარეთ გამოსვლის საშიშროება და სწორედ ამიტომ დასჭირდათ იმ სქემის გამოყენება, რომელსაც აგერ უკვე თითქმის ორი წელია ბაჩოს მიმართ იყენებენ - ყოველი გამამართლებელი განაჩენის წინ ახალი ცრუ ბრალდება პატიმრობის კიდევ 9 თვით გასახანგრძლივებლად.

P.S. ხო, და კიდევ, ლეგენდების შეთხზვას, ჯერ ადამიანის გვამი იპოვონ და მერე დასდონ ბრალი მეორე ადამიანს მის მკვლელობაში. უგვამო მკვლელობა არ გამიგია მე",- წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში ორი სამგზავრო ავტობუსის აფეთქება რომან შამათავას ორგანიზებით მოხდა. მასალების მიხედვით, ააფეთქეს ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისთვის ზუგდიდში უნდა გადაეყვანა. აფეთქებამ გამოიწვია მოსახლეობის დაპანიკება და დაიჭრა ერთ-ერთი ადგილობრივი. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42