"ნატო-საქართველოს სხდომაზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გრაფიკი არ განხილულა"
პოლიტიკა - 10:57, 05 Jun, 2014     1700

"ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე არ განგვიხილავს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გრაფიკი, ეს საკითხი არ ყოფილა ამ შეხვედრის მიზანი" , - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ აღვნიშნეთ ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც თავდაცვის სფეროში და ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ რეფორმებს უკავშირდება. დღევანდელ შეხვედრაზე ეს პროგრესი აღიარებული იყო. მაგრამ, ჩვენ ასევე გვესმის, რომ ჯერაც ბევრია გასაკეთებელი", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება განხილული იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

"საგარეო საქმეთა მინისტრები განხილავენ მოხსენებებს კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით. მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მივუდგეთ ღია კარის პოლიტიკას სამიტზე", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

რასმუსენის თქმით, საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში. მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ქართველმა ხალხმა ევროკავშირსა და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალი გზა აირჩია. ეს მათი სუვერენული არჩევანია. ჩვენ პატივს ვცემთ ამას. ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს რუსეთმაც", - განაცხადა რასმუსენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42