პრეზიდენტმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
პოლიტიკა - 22:35, 04 Jun, 2014     1265
საქართველოს პრეზიდენტმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი მიიღო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას შეეხო.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩეხეთი საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

როგორც ლუბომირ ზაორალეკმა აღნიშნა, ჩეხეთი გამოთქვამს მზადყოფნას ამ ორგანიზაციებისა და ასევე ორმხრივ ფორმატში მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს და გაუზიაროს გამოცდილება ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის.


მხარეებმა ყურდღება რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იმ პოზიციისთვის, რომელიც ჩეხეთს აქვს საქართველოს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილმა და ლუბომირ ზაორალეკმა პრაღის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს განხილული საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებიც შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42