ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილს: თქვენ ხომ წამოხვედით... სხვა სოფლელებმა რა დააშავეს?
სოც.მედია - 22:01, 04 Jun, 2014     15960

ჟურნალ ,,ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

,,ბ-ნო პრემიერო, შევეცდები აგიხსნათ:

დაცლილ მთაზე და სოფელზე რომ ღელავთ - თქვენ ხომ წამოხვედით დედოფლისწყაროდან და პაჟად მოეწყვეთ მდიდარ კაცთან? ბიძინა ივანიშვილი ხომ წამოვიდა ჭორვილადან და გამდიდრდა?

სხვა სოფლელებმა რა დააშავეს? რატომ უნდა დარჩნენ მცირემიწიან სოფელს მიჯაჭვულნი? რატომ არ უნდა იშოვონ ისეთი სამსახური სადაც უფრო მაღალ შემოსავალს მიიღებენ ვიდრე 1 ჰექტარი მიწიდან იღებენ?

თუკი ყველა განვითარებულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი 4-5 პროცენტს არ აღემატება, ქართველების 50% რატომ უნდა დარჩეს მიწას მიჯაჭვული, მაშინ, როდესაც ეს მიწა უბრალოდ არ არის საკმარისი იმისთვის რომ ღირსეულად იცხოვრონ, ღირსეული განათლება მისცენ შვილებს, იმოგზაურონ და ა. შ.

რით ვერ შეიგნეთ, რომ ურბანიზაცია ქვეყნის განვითარების თანამდევი პროცესია?

თქვენ იმაზე კი არ უნდა იზრუნოთ, რომ ხალხი მიწას მიაბათ, იმაზე უნდა იზრუნოთ რომ ბიზნესს განვითარებაში ხელი არ შეუშალოთ და ის ხალხი, ვინც დღეს მიწაზეა გამობმული მომსახურების სექტორში დასაქმდეს.

თუმცა ვის ველაპარაკები - თქვენ ის პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც გაიძახდა რომ "ქართველ ხალხი მოსამსახურეებად გადაიქცა და შეურაცხყოფილია". ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის 60-70-80 პროცენტი სწორედ სერვისის სექტორზე მოდის“, - წერს ჩერგოლეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42