ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
,,ნიუპოსტი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
,, ქართულ ჭიდაობას მხარში აქტიურად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებგამოვლილი გენერალი თამაზ თამაზაშვილი დაუდგა, ვინაც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ ერთხმად არჩეული საპატიო პრეზიდენტი გახლავთ. გაისად, დიდი ალბათობით ქართულ ჭიდაობას იუნესკოში არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის კიდევ ერთი დიდი აღიარება იქნება, რაშიც გენერალ თამაზაშვილს არცთუმოკრძალებული წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ თამაზ თამაზაშვილი ქართული ჭიდაობის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას ესწრება და უმეტესწილად ტურნირის მთავარი მსაჯია,. თამაზ თამაზაშვილი ახმეტაში გამართული ჭაბუკთა შორის საქართველოს პირადი პირველობის მთავარი მსაჯიც იყო, მაღალი ტემპერატურის ქონის მიუხედავად, გენერალმა დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა და ახმეტა შეჯიბრების დასრულებისთანავე დატოვა. მიუხედავად ამისა კახეთის საინფორმაციო ინტერნეტპორტალმა გელა მთიულიშვილის ხელმძღვანელობით გაავრცელა დეზინფორმაცია, სადაც თამაზ თამაზაშვილს ტურნირის მონაწილეთათვის რაიონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გამართულ ვახშამზე მონაწილეობა დასწამა. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხსენებულ ვახშამს თამაზ თამაზაშვილი საერთოდ არ დასწრებია და ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრისგან“, როგორც პიროვნების ასევე ფედერაციის ღირსების შელახვის გამო, ვითხოვთ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ღირსების აღსადგენად გამოვიყენებთ მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა უფლება'', - ნათქვამია, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






