სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფარულ მოსმენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მასზე სამართალდამცავ ორგანოებს წვდომა არ უნდა ჰქონდეთ.
"მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების როლი უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული, როდესაც საქმე ეხება მიყურადებას. ამ საკითხთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა, მათი უფლებებიც უნდა იყოს დაცული, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში უნდა დაზუსტდეს რეგულაციები იმისთვის, რომ ნებისმიერი ფაქტი, როდესაც საუბარი ეხება მიყურადებას, აბსოლუტურად იყოს დასაბუთებული და ისეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომ არ დარჩეს თვითნებობის არანაირი შანსი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ მოსმენებზე გასაღები (წვდომა) მობილურ ოპერატორებს დარჩეთ. აღნიშნული საკითხი კი პარლამენტმა 1 ნოემბრამდე ღიად დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






