კიწმარიშვილმა ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნო პერიოდში შანტაჟსა და ტერორში დაადანაშაულა.
"გუშინ ზვიად ძიძიგურმა ბრძანა, რომ თუ ჩვენ არ ავირჩევთ თურმე მის მხარდაჭერილ კანდიდატს ქალაქის მერად, ჩვენ ფულს არ მოგვცემს სახელმწიფო, ცენტრალური ბიუჯეტი. ეს არის ღია შანტაჟი და მუქარა. მე ვეუბნები ძიძიგურს, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც ქალაქის წინაშე უკვე 2012 წელს ჰქონდა აღებული და მეორე, მე ვპირდები ძიძიგურს, მერად არჩევის შემდეგ, ის აქ 24 საათი მუხლჩაუხრელად იმუშავებს და არა თუ იმას, რაც ვალდებულებად აიღო, იმაზე მეტს შევასრულებინებ, რისთვისაც ამ ხალხმა მას მხარი დაუჭირა. სხვა შემთხვევაში, ის ამ ქალაქში ვეღარ ჩამოვა", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილმა ბრალდება კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ დავით ჯიქიასაც წაუყენა და აღნიშნა, რომ პარკებსა და სკვერებში გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე სწორედ მისი მერად ყოფნისას გაიცა მშენებლობის ნებართვები.
"პატივცემულმა მერობის კანდიდატმა კოალიციიდან ბრძანა, რომ უნდა გაამწვანოს ქალაქი, იმის ფონზე, როცა მისივე გაცემული ნებართვით, შემოღობეს ლეონიძის სკვერის ტერიტორია და ხეების გაჩეხვას იწყებენ", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






