საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროკურატურას კანდიდატურების მოხსნის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
მარგველაშვილის თქმით, ეს უბრალო სამართალდარღვევები არ არის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
"მინდა, მოვუწოდო პროკურატურას, დროულად გამოიძიოს ეს შემთხვევები იმიტომ, რომ ეს უბრალო სამართალდარღვევები არ არის, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის მდგრადობისთვის, დემოკრატიისა და სუვერენობისთვის მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესში დასმული კითხვები. ამ შემთხვევების გამოძიება უმნიშვნელოვანესია და ზოგადად, შევთანხმდით, რომ სტანდარტი, რომლითაც ჩვენ არჩევნებს შევაფასებთ, სულ უკეთესობისკენ იქნება ორიენტირებული და არ იქნება შედარება წარსულთან”, - განაცხადა პრეზიდენტმა ადგილობრივ საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობოებთამ შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები






