ირაკლი ალასანია ბარაკ ობამას განცხადებას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 18:02, 04 Jun, 2014     1308

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ობამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებაზე საუბრობს.

ალასანიას განცხადებით, დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან აქცენტი კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე გადადის.

“ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რომ სამიტის შედეგ იმ შემოთავაზებებით, რომელიც აქვს ნატო-ს და თავად პრეზიდენტ ობამას, საქართველო იქნება უფრო დაცული. აქ საუბარია კონკრეტულად საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღებისა და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. როგორც იქნება ასახული პროგრესი ჩვენი ინტეგრაციისა სამიტის დეკლარაციაში, ამის პარალელურად გაძლიერებული იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ნატო-სთან ურთიერთობაში, რომ დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან მეტი აქცენტი გადავა კონკრეტულად საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, საზოგადოებისა და ჩვენი ჯარისთვის, რომელიც პრაქტიკულად სრულად თავსებადია ნატო-სთან და ეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ყველა გამომსვლელმა აღნიშნა და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ გვექნება შემაკავებელი ფუნქცია”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42