თავდგირიძე: „რესპუბლიკელებმა“ ზაქარეიშვილის სამინისტროს არსებობა ხომ უნდა გაამართლონ?
პოლიტიკა - 17:26, 04 Jun, 2014     1908

საპარლამენტო უმრავლესობის ერეერეი ლიდერის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებას აფხაზეეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ეხმაურება.

ხიდაშელის განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების უმსხვერპლოდ წარმართვაში საქართველოს ხელისუფლებამ დიდი როლი შეასრულა, აფხაზეთის ანექსია რუსეთის მხრიდან კი დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ აფხაზეთი, როგორც ასეთი, აღარ იქნება.

გიორგი თავდგირიძე „ალიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „რესპუბლიკელების“ ასეთი გამონათქვამები შიდა მოხმარებისთვის არის გათვლილი :

„მე პირადად ობამასა და მერკელის განცხადებებს უფრო ვენდობი ვიდრე ლევან ბერძენიშვილისა და თინა ხიდაშელის განცხადებებს. ეს ადამიანები ამ ყველაფერს არა მხოლოდ არჩევნებისთვის იყენებენ, არამედ, ცდილობენ ამგვარი თაღლითობით საკუთარი უნიათობა გადაფარონ. აქედან გამომდინარე მათ უჩნდებათ უტოპიური იდეები ნათელი მომავლის შესახებ - კომუნიზმი, მაპი და ა.შ.

ესენი ცდილობენ და გაუვათ თუ არა ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დასავლური ტიპის სახელმწიფოს შექმნა და მეტი არაფერი.

ხელისუფლებაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ რუსეთს მიეყიდება, არამედ ტანზანიასაც და მეორეც - არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით რუსეთსაც კი დაეტაკებიან. ამ მხრივ აქტიურობით კოალიციაში „რესპუბლიკელები“ და ირაკლი ალასანიას გუნდი გამოირჩევიან. როდესაც შენ ვიღაცას მოყავხარ ხელისუფლებაში და ხალხს არ აურჩევიხარ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად თაღლითობის მეტი არაფერი დაგრჩენია.

თავმოყვარე პოლიტიკოსები ასეთ განცხადებას არ გააკეთებენ, თუმცა, რა დაპირისპირებაც საპარლამენტო უმრავლესობაშია, ზოგიერთებს აიძულებს იყვნენ აქტიურები და იმას აღარ უკვირდებიან, რა სისულელეებს ლაპარაკობენ. ახლა „რესპუბლიკელებმა“ პაატა ზაქარეიშვილის სამინისტროს არსებობა რაღაცნაირად ხომ უნდა გაამართლონ? ფაქტობრივად, ეს კაცი უსაქმურად არის დარჩენილი. კოალიციაში სიტუაცია ძალიან დაძაბულია და ჩვენ არჩევნების შემდეგ ვნახავთ, რა ამბები მოჰყვება ამ ყველაფერს“, – აცხადებს თავდგირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42