თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 17:02, 04 Jun, 2014     1235

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებას თბილისის მერია ეხმაურება. თბილისის მერია საგამძიებო სამსახურს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და მხოლოდ ცენტრალური მთავრობის პოლიტიკური დაკვეთის შერსრულების მცდელობაში სდებს ბრალს:

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, თითქოს შპს ,,გუდაური სქი რეშორტის" დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება არანაირ კავშირში არ არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და მათ მთავრობას მიმართეს მას შემდეგ, რაც ჯარიმა დაეკისრათ, არის სრული სიცრუე და ფაქტების დამახინჯება. აღნიშნული ადასტურებს, საგამოძიებო სამსახურის ტენდენციურობას და მხოლოდ ცენტრალური მთავრობის პოლიტიკური დაკვეთის შერსრულების მცდელობას.

2011 წლის 12 ივლისს ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს "გუდაური სქი რესორტს" შორის გაფორმდა თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 აგვისტოს №31/08/05 განკარგულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, შპს "გუდაური სქი რესორტს" საკუთრებაში გადაეცემულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 18 თვის ვადაში ანუ 2013 წლის 1 მარტამდე.

2012 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მომართა შპს "გუდაური სქი რესორტის" დირექტორმა და ითხოვა 2011 წლის 12 ივლისის პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგანს გათავისუფლება. დოკუმენტაცია შემდგომი სამართლებრივი პროცედურების გავლის მიზნით ქ. თბილისის მთავრობამ გადააგზავნა საქართველოს ცენტრალური მთავრობის კანცელარიაში 2012 წლის 28 დეკემბერს ანუ ინვესტორის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე. საქართველოს მთავრობამ, იქ არსებული ბიუროკრატიული თუ სხვა ხელოვნური შეფერხებების გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საკითხის უწყებაში შესვლიდან 5 თვის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 14 ივნისს.

ცვლილების თანახმად, კომპანია გათავისუფლდა 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგან. თუმცა აღნიშნული ცვლილების შეტანამდე ინვესტორს, რომელმაც კეთისინდისიერად, ვადის დარღვევამდე მოითხოვა ცვლილების განხორციელება, დაერიცხა პირგასამტეხლო 193 500 აშშ დოლარის ოდენობით.

სწორედ საქართველოს ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებამ, გაეზიარებინა ინვესტორის თხოვნა და ქ. თბილისის მთავრობის შუამდგომლობა, მისცა თბილისის მთავრობას საშუალება მიეღო გადაწყვეტილება ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ, რადგანაც ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად აღარ არსებობდა ის საფუძველი, რის გამოც ინვესტორს დაეკისრა ჯარიმა. შესაბამისად, ნათელია საგამოძიებო ორგანოს მხრიდან საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც სამწუხაროდ ქ. თბილისის მერიის მიმართ მათ არაერთხელ განუხორციელებიათ", - აცხადებენ მერიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42