საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციას ეხმაურება.
როგორც ვაშაძე „ფეისბუქზე“ წერს, ხელისუფლების კრახი უახლოეს პერიოდში გარდაუვალია და ამის გარანტი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
“სამ die-hard მთავრობის მხარდამჭერთან ერთად დავსტკბი პრემიერის ბენეფისით (სამივე ბავშვობის მეგობარია). ამ ე.წ. ხელისუფლების კრახი უახლეს მომავალში გარდაუვალია და ამის პირველი გარანტი ღარიბაშვილია. რაც უფრო ხშირად იქნება ტელეეკრანზე ეს გაუგებარი პიროვნება, მით უფრო გაიზრდება ანტიპატია "ხელისუფლების" მიმართ. საოცარი "ნიჭი" აქვს: მაშინაც კი, როდესაც სწორ და საღ აზრს გამოთქვამს, გაღიზიანებას იწვევს თავის მომხრეებშიც კი, ქცევის ელემენტარული წესების არცოდნით. მთავრობა, არ შეიძლება, რომ ამ კაცს ნევროპათოლოგი და ეტიკეტის მცოდნე დაუქირავოთ? არ დაგიჯდებათ ძვირი“, - წერს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






