ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვარშავაში, პოლონეთის დემოკრატიის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„ჩვენ გავაძლიერებთ ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დახმარება გავუწიოთ ჩვენი მეგობრების – უკრაინის , მოლდოვასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას“,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ევროპის გაერთიანებისთვის დაღვრილი უამრავი სისხლის შემდეგ, დემოკრატიული ქვეყნები უარს ამბობენ დაუშვან 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის ბნელი ტაქტიკა.
"იქნება ეს მინსკში, კარაკასში, დამასკოში ყველაგან, სადაც ადამიანებს აქვთ სურვილი გაწიონ რთული სამუშაო დემოკრატიის შენებისთვის - თბილისიდან ტუნისამდე, მათ ეყოლებათ პარტნიორი ჩვენი სახით", - განაცხადა ობამამ სიტყვისთ გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, დიდ სახელმწიფოებს არ უნდა მიეცეთ პატარა სახელმწიფოების დაშინების ან საკუთარი ნების იარაღის მიბჯენით მოხვევის საშუალება.
"თავისუფალი ერები ვიქნებით ერთიანი, რათა რუსეთის მომავალი პროვოკაციები, რუსეთის მეტ იზოლაციას და მისთვის მეტ ფასს ნიშნავდეს", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






