მინაშვილი: დღეს უსუსური, უუნარო და თვითკმაყოფილი პრემიერი ვიხილეთ
პოლიტიკა - 15:52, 04 Jun, 2014     1681

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჟურნალისტების შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება.

გოკა გაბაშვილის განცხადებით საქართველოს „აბსოლუტურად არაადეკვატური მთავრობა“ ჰყავს:

„საქართველოს ჰყავს აბსოლუტურად არაადეკვატური მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად არის მოწყვეტილი რეალობას და რომლის გამოფხიზლების ერთადერთი შანსი ჩვენი აზრით არის 15 ივნისს ხალხმა თვალი აახელინოს ამ მთავრობას, რომელიც მართლა არის რეალური და რომელიც მართლა არსებობს, სხვა შემთხვევაში ეს მთავრობა თვლის, რომ დაპირებები შეასრულა, ხალხი დასაქმებულია, ასობით ქარხანა შეიქმნა, იქ ადამაინები მუშაობენ და იქ ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

აკაკი მინაშვილის განცხადებით, კი დღეს საზოგადოებამ „უსუსური, უუნარო და ექსტრემალურად თვითკმაყოფილი პრემიერ-მინისტრი იხილა“:

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უსუსრი, უუნარო, ექსტრემალურად თვითკმაყოფილი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა პირობა შეასრულა. პრესკონფერენციის დიდი ნაწილი მან მიუძღვნა კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე დიდი ნაწილი მიუძღვნა მედიას და კარგად გამოჩნდა მისი განწყობა, რომ მას არ სურს ქვეყანაში არსებობდეს რეალური ოპოზიცია და რეალური მედია, რომელიც ანგარიშვალდებულს ხდის საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა აკო მინაშვილმა.

უმცირესობის კიდევ ერთი დეპუტატის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულიად „სხვა რეალობაშია“:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის არაადეკვატური და არის სხვა რეალობაში, აფხაზეთთან მიმართებაში მან ამ უპასუხისმგებლო განცხადებით ფაქტობრივად ბედის ანაბარა მიატოვა გალის რაიონში დარჩენილი ეთნიკური ქართველები, რომლებიც ახლა არიან განსაკუთრებული წნეხის ქვეშ“, - განაცხადა კანდელაკმა.

გივი თარგამაძის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციური სისტემის სრული უნიათობა აღიარა:

„მან პრაქტიკულად აღიარა პოლიციური სისტემის სრული უნიათობა. ის, რაც ხდება დღეს ყოველდღიურად ის ტოტალური შემოტევა კრიმინალის ეს არის სწორედ ღარიბაშვილის პირად პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42