აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის სიმბოლური დოკუმენტი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:17, 04 Jun, 2014     1622

საქართველო და აშშ-ის ჯორჯიის შტატი თანამშრომლობის 20 წლისთავს აღნიშნავს. პარტნიორობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სიმბოლური დოკუმენტი გაფორმდა. 20 წლის პარტნიორობის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალმა, გენერალმა ჯეიმს ბათერვორთმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან გამყრელიძემ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მოაწერეს. სიტყვით გამოსვლისას ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ოცწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ ობამას განცხადება აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პაკეტთან დაკავშირებით. საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 20 წლიანი პარტნიორობა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ურთიერთობა გრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება. ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმაროს, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. მადლობას ვუხდით ქართველ პარტნიორებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. ღონისძიების დასასრულს, გენერალმა ჯეიმს ბათერვორთმა ქართველ პარტნიორებს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სიმბოლოების მინიატურული ქანდაკებები გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42