პრემიერისგან ივანიშვილის ხშირი ხსენება - მადლიერება თუ ათვალწუნების შიში...
პოლიტიკა - 15:17, 04 Jun, 2014     1772

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე ახსენა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

ექსპერტ კახი კახიშვილის თქმით, ის რომ კოალიცია დღეს ხელისუფლებაშია ივანიშილის დამსახურებაა და მისი ხსენება პრემიერის პრესკონფერენციაზე გასაკვირი არ არის.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში კახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს აკონტროლებს და პრემიერი მისი ზეწოლის ქვეშ არის.

„რეალურად ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრია და კოალიცია ხელისუფლებაშია, ბიძინა ივანიშვილი დამსახურებაა. როდესაც მათ მიეცემათ საშუალება შეახსენონ საზოგადოებას და ხაზი გაუსვან, რომ გრძნობენ ვალდებულებას ყოფილი პრემიერის მიმართ, ამას აკეთებენ. თუმცა მისი ხსენება არ ხდება მხოლოდ მადლიერების გამო. როგორც გახსოვთ, ივანიშვილმა წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ დატოვებს გუნდს, რომელიც მის საქმეს გააკეთებს. აქედან გამომდინარე, ხაზგასმა კეთდება, რომ ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული საქმეები დღეს გრძელდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი გამოხატავენ პირველ რიგში მადლიერების გრძნობას და მეორეს მხრივ იმას, რომ ხვალ და ზეგ ბიძინა ივანიშვილმა, რომ ვინმე აითვალწუნოს, ამის შემდეგ შესაძლოა კონკრეტული პირის კარიერას ხაზი გაესვას. ხალხი ამ კოალიციის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ავანსად არის განწყობილი. ღარიბაშვილი ყველაზე დაახლოებული პირია ივანიშვილთან და გასაკვირიც არ არის, რომ ის ყოველთვის ივანიშვილს ახსენებს“, - განაცხადა კახიშვილმა.

პრემიერმა დღეს ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე ახსენა.

"როგორ ფიქრობთ, ბატონმა ბიძინამ იმიტომ დაალაგა ქვეყანაში სიტუაცია, რომ ვიღაცამ რაღაც არიოს? როგორ ფიქრობთ, ვიღაცეები ფიქრობენ ამას და იგივე ბატონ ბიძინას და მე არ გვაქვს ამაზე ნაფიქრი?" - განაცხადა პრემიერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42