,,ნაციონალებს" ბევრი დეზინფორმაციული სააგენტოები აქვთ შექმნილი - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 14:10, 04 Jun, 2014     1567
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ჭორებს ავრცელებს, იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში დაძაბულობაა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და „ნაციონალებს“ ნერვიულობის საბაბი არ აქვს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ჟურნალაისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ისინი ავრცელებენ ჭორებს და დეზინფორმაციებს. ძალიან ბევრი დეზინფორმაციული სააგენტოები აქვთ შექმნილი, რისი საშუალებითაც ხდება ამ დეზინფორმაციების გავრცელება, რათა დაძაბონ საზოგადოება, რომ რაღაც ხდება, ღარიბაშვილს გადააყენებენ, ის მოხდება, ეს მოხდება და ა.შ. არაფერი არ მოხდება. ტყუილად ნერვიულობთ. ისე გაქვთ საბაბი, რომ ინერვიულოთ. არაუშავს, ცოტა უნდა ინერვიულოთ, რადგან 9 წელი მოსახლეობა ანერვიულეთ",- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ მთავრობაში რაიმე ძვრები მოხდეს.

„ ყველაფერი კარგად არის. 1%-იც კი არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს ან მთავრობაში, ან ხელისუფლებაში. გუნდის შიგნით არის ერთსულოვნება. გუნდი არის ძალიან შეკრული. ხანდახან განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება, ეს ნორმალური და დემოკრატიულია. დისკუსიის შედეგად ჩვენ მივდივართ გადაწყვეტილებამდე და ვაღწევთ შეთანხმებას. ვერავინ გაბედავს რაიმე რყევებს და პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, ბატონმა ბიძინამ იმიტომ დაალაგა ქვეყანაში სიტუაცია, რომ ვიღაცამ რაღაც არიოს? როგორ ფიქრობთ, ვიღაცეები ფიქრობენ ამას და იგივე ბატონ ბიძინას და მე არ გვაქვს ამაზე ნაფიქრი? ჩვენ გვაქვს ყველაფერზე ნაფიქრი, გრძელვადიანი გეგმებიც გვაქვს, კარგად მოფიქრებული გეგმებიც გვაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42