უმცირესობის წვერი დავით დარჩიაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე დაეცა.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში დარჩიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არასერიოზულია. უმცირესობის წევრი დარწმუნებულია, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე ხელისუფლების რეიტინგი არჩევნებამდე კიდე უფრო დაიკლებს.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო, პატარა ბიჭია, რაღაცეები ესიზმრება. გამოუცდელი ახალაგაზრდა ბიჭის ხელში ჩავარდა ქვეყანა. დიდხანს არ გაგრძელდება ეს ყველაფერი. მე, როგორც ვიცი ბოლო მონაცემებით ჩვენი რეიტინგი 12 %-დან 16%-მდე მერყეობდა. ამის შემდეგ ამ მთავრობისგან ბევრი სულელური განცხადება მოვისმინეთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ეცემა და მათი მაჩვენებელი 5%-ია.
მასალის გამოყენების პირობები






