საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ანდრეს ფოგ რასმუსენის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აუცილებლად აისახება.
“უკვე ცნიბილია, რომ იყოს ის ფორმა, რა ფორმითაც ნატო-სთან ურთიერთობის გზაზე საქართველოს პროგრესის ასახვა მოხდება, ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აუცილებლად გააკეთებდა“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამავე საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ვეთანხმები პრემიერს, რომ გადაჭარბებული მოლოდინის შექმნა ძალიან ცუდია, ამიტომ ჩვენ არ ვქმნით ამ გადაჭარბებულ მოლოდინს. უკვე, რომ იყოს ცნობილი ის ფორმა, რომლითაც მოხდება ეს ასახვა, დარწმუნებული ვარ, ბატონი რასმუსენი ამას იტყოდა დღეს, მაგრამ რადგანაც მან არ დააკონკრეტა, ამას ვერც ჩვენ დავაფიქსირებთ. ალიანსი ფიქრობს იმაზე, რა იქნება ეს ფორმა, შეიძლება, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნას სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, ამიტომ ამ საკითხზე სპეკულაციები საჭირო არ არის“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






