საქართველოს პრემიემრინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და შედეგად გატარებულ რეფომებზე საუბრობს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სისუსტე ხელისუფლების მხრიდან არის ძალადობა, ქვეყნის დემოკრატიული მართვა კი ყველაზე რთული პროცესია:
„როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მე ჯერლკიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო სრულად გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული გავლენისგან. მოსამართლეს არ ჰქონდა თავისუფლების განცდა და იყო უბრალოდ ტექნიკური შემსრულებელი. ასე მარტივი არ არის ქვეყნის მართვა, პასუხისმგებლობის აღება და ამის შესრულება, მაგრამ ყველა ის დანაპირები რაც მივეცით მოსახლეობას ჩვენ ამას ვასრულებთ.
თუ ვიღაცას იმის სურვილი აქვს და განცდა ჰქონდა, რომ ათასობით ადამიანს დავიჭერდით ძალიან ცდება, ჩვენ მოვედით ქვეყნის დასალაგებლად. ის რაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა ეს არის ქვეყნის დალაგების სურვილი. რეალური განაჩენი დადგა ახალაიასა და მერაბიშვილის მიმართ. ძალიან ბევრი საქმე არის გამოძიების პროცესში და წასული სასამართლოში. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო თუ გვინდა ერთ დღეში აღმასრულებელი სასამართლო? ჩვენ გავატარეთ გარკვეული რეფორმები. ძალიან ბევრი განაჩენი უახლოეს თვეებში დადგება.
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს კანონიერად. ძალადობა ყველაზე მარტივია თუ ეს გინდათ ესეც შეგვიძლია, ყველაზე რთულია ქვეყნის დემოკრატიულად მართვა, ის არ იყო მართვა რაც წლების მანძილზე ხდებოდა. ჩვენ სამართლიანობის აღდგენა უსამართლობით არ უნდა დავიწყოთ. ყველაფერი თანმიმდევრულად მოხდა, მოსამართლე გათავისუფლდა წნეხისგან და დღეს სასამართლო გახდა დამოუკდიებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






