„ვფიქრობ, რომ საქართველოს პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული, ამაზე არავინ დაობს. ამას ადატურებს პირადად ქალბატონი კანცლერი და საბოლოოდ შედეგი თუ რა იქნება დაველოდოთ სექტემბერს, როდესაც ნატოს სამიტი გაიმართება“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა რომ ამ თემის ზედმეტად დრამატიზირება არ არის საჭირო.
პრემიერის თქმით, მიზანშეწონილი არაა საქართველოს მთავრობის მეთაურმა წიანასწარი პროგნოზები აკეთოს.
„მე მინდა მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ის ყალბი და ცრუ მოლოდინი, რომელიც გაუჩინა სააკაშვილმა და ზოგადად წინა ხელისუფლებამ მოსახელობას, რომ 2008 წელს, რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო და საოცარი ეპოქა იწყებოდა, რომ საქართველოს უნდა მიეღო მაპი, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ეს იყო იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, როგორ დასრულდა, რომ 2008 წელს ჩვენ მაპი ვერ მივიღეთ, და მოხდა ძალიან დიდი იმედგაცრუება, ბევრმა ვერც გაიგო რაზე იყო საუბარი, ზოგადად მაპის მნიშვნელობა ვერ გაიგეს, მაპის არსი ვერ გაიგეს და ზოგადად ხელოვნურად ხდებოდა ამ თემის აწევა, ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ პოლიტიკა, ჩვენ ვთქვით, რომ წინასწარ ჩვენ არ ვსაუბრობთ შედეგებზე, ჩვენ გვირჩევნია დაველოდოთ, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ, საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი მოგვიანებით, უელსის სამიტი გაიმართება სექტემბრის თვეში, სამიტამდე მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მთავრობის მეთაურმა უნდა გააკეთოს წინასწარი პროგნოზები და მოსახლეობას იმედები გავუჩინო, ეს არასწორი პოლიტიკაა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება, არასწორია, რომ წინასწარ ახდენენ მოსახლეობის დაძაბვას და ცრუ იმედების გაჩენას“,- განაცხადა, პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






