საქართველოს პრემირმინისტრმა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკანონო მოსმენების შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა საქართველოში დასრულებულია:
„მოსმენების თემა ჩვენი ქვეყნის ლოკალური თემა არ არის, მსოფლიოში ყოველთვის სკანდალებია ამ თემის ირგვლივ, ეს არის თემა, რომელიც აქტივობას არ კარგავს, დღეს მოსმენები გახდა ძალიან მარტივი. თუნდაც ის ფაქტი, რომ მობილურ ოპერატორებს აქვთ საშუალება მოუსმინონ საკუთარ აბონენტებს ამას ვერ შევეწინააღდმეგებით, ამის საშუალება არსებობს და მას სჭირდება მოწესრიგება. კანონიერად რა თქმა უნდა ვუსმენთ და მოსვუსმენთ კიდეც. მე ვიყავი პირველი ინციატორი, რომელმაც გაანადგურა ასობით ათასობით ვიდეოფაილები. ამ ვიდეოფაილებში ძალიან ბევრი ცნობილი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აღმოაჩინეს. ჩვენ ვთქვით, რომ უარს ვამბობთ აღნიშნულ პრაქტიკაზე, ეს იყო ამაზრზენი და ამას აღარასდროს აღარ გავიმეორებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






