საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მისი და პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
ღარიბაშვილმა უარყო გავცრელებული ხმები მასსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებულ გარკვეულ უთანხმოებაზე:
„არავითარი დაძაბულობა არ არსებობს ჩემსა და გიორგის შორის, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა, ის სპეკულაციები, რომლებიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, არავითარი დაძაბულობა, მითუმეტეს პიროვნული დაძაბულობა არ არსებობს ჩვენს შორის, მე არ მაქვს და არც პრეზიდენტს იმდენი დრო, რომ უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს, როცა საჭიროა მაშინ ვხვდებით ერთმანეთს, როცა საჭიროა ერთად ვჩნდებით, იგივე იყო 26 მაისს. ამაში უჩვეულო არაფერია, კონსტიტუცია შეიცვალა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტს სხვა მოვალეობები აქვს. ყველაფრის დრამატიზებას ნუ ახდენთ და ნუ ძაბავთ საზოაგდოებას“, - აღნიშნა ღარიბაშვიმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს:
„არ გვისაუბრია იმ თემაზე იქნება თუ არა დელეგაციაში პრეზიდენტი. იდეალური იქნებოდა, რომ შეგვეჯერებინა შეხედულებები და გვემცნო საზოგადოებისთვის თუ ვინ მოაწერდა ხელს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, კომუნიკაციის პრობლემა წარმოიშვა. ის, რომ განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არის დემოკრატია. რაც მთავარია პრეზიდენტს და მე გვაქვს საერთო ინტერესები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






