პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან კავშირი არ აქვს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აფხაზეთში ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება მიმდინარეობს და აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს. ჩემი აზრით ამ ეტაპზე აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. ჩემი აზრით ეს არის ჩვეულებროვბი საკადრო გაადაადგილება. იყო სპეკულაციები, რომ შეიძლება გალის მოსახლეობას რაღაც პრობლემები შეექმნას, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ყველაფერს და მოგვიანებით შეგვეძლება უფრო რეალური კომენტარების გაკეთება. დაველოდოთ, ჩვენ რეალურად დავიწყეთ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცეს. ვიცით, რომ შევცვალეთ ის რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ. რაც შეეხება უკავშირდება თუ არა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, მიმაჩნია, რომ არ უკავშირდება. რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელწმოწერის პროცესში. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ წინაპირობას, რომ გართულებას უნდა ველოდოთ. მიმაჩნია რომ ასოცირების ხელშეკრულება და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთთან კავშირში არ არის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






