პეტრიაშვილი - ბარაკ ობამას განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია
პოლიტიკა - 20:12, 03 Jun, 2014     1501

„ბარაკ ობამას განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, - ასე გამოეხმაურა ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით.

“მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას კონგრესისადმი ერთი მილიარდი დოლარდის მოთხოვნით მისი მიმართვის თაობაზე, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, საქართველოსთვის ერთობლივი წვრთნების, თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისათვის კონკრეტული თანხების გამოყოფას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მოხდება სერიოზული ინტენსიფიკაცია კონსულტაციები, როგორც ორმხრივად აშშ-თან, ისე, ნატოს სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეხვედრების ფორმატში“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ბარაკ ობამა კონგრესს მოუწოდებს ერთი მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის.

„ამერიკის პოზიციაა მეტი სამხედრო აღჭურვილობა და სამხედრო ძალების გაძლიერება ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროპაში. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობას მოკავშირეებთან, მათ შორის – უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით“ – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42