ფანჯიკიძე ობამას ინიციატივას მიესალმება
პოლიტიკა - 19:52, 03 Jun, 2014     1617

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივას, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, მიესალმება.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დეტალებზე ჯერ საუბარი ნაადრევია, ვინაიდან აღნიშნულ თემაზე კონკრეტული დიალოგი დაწყებული არ არის.

"ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. აშშ-ის პრეზიდენტი არის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად და იქ არის ლაპარაკი საქართველოზე, არის ძალიან კონკრეტული გზავნილი, რომელსაც ექნება კონკრეტული შედეგი. რა თქმა უნდა ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი ადრეა, რადგან ჩვენ ჯერ ამ თემაზე კონკრეტული დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან კონკრეტული განცხადება კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რაც გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივ თქმით, საქართველოს უსაფრთხოება მთელი რეგიონის საერთო ინტერესებშია.

"აქედან გამომდინარე, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველო იყოს მშვიდი, სტაბილური ქვეყანა. ამით მხოლოდ მოიგებენ ჩვენი მეზობლები", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ბარაკ ობამა კონგრესს მოუწოდებს ერთი მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის.

„ამერიკის პოზიციაა მეტი სამხედრო აღჭურვილობა და სამხედრო ძალების გაძლიერება ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროპაში. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობას მოკავშირეებთან, მათ შორის – უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით“ – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42