უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პარასკევს მთავარი პროკურატურიდან პასუხს ელოდება.
საქმე ეხება ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლისა და კანდიდატურების მოხსნის ფაქტებს.
თეა წულუკიაი კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცესკო-მ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის კონკურენციის თანაბარი პირობები უნდა შექმნას.
„ზეწოლის იმ ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. უწყებათაშორისი კომისიის მომავალ სხდომაზე ველოდები პროკურატურისგან პასუხებს თუ რა გარემოება გამოიკვეთება გამოძიებისგან. რაც შეეხება ცესკოს, მას საარჩევნო კოდექსით მინიჭებული როლი აქვს და დარწმუნებული ვარ ცესკო თავის წილ როლს შეასრულებს იმაზე, რომ არც ერთ კანდიდატს არ შეექმნას შეჯიბრის, არჩევნებში მონაწილეობის და თუ ხალხი ამას ისურვებს, გამარჯვების პრობლემა“, - განაცხადა წულუკიანმა.
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი ცესკოს სთხოვს, შეიცვალოს ნორმა, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






