კაკაბაძე: ლევან ვასაძემ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა
სოც.მედია - 15:30, 03 Jun, 2014     4535

უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე სოციალური ქსელის მეშვეობით, ცნობილ ბიზნესმენზე ლევან ვასაძეზე საუბრობს.

„ლევან ვასაძე ჩემი ბავშვობის და ძალიან ძვირფასი მეგობარია. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ მე და ის ბევრ რამეში სხვა აზრზე ვდგავართ. მე არ მომწონს კაპიტალიზმი და ის კაპიტალისტია. მე მომეწონა ანტი-დისკრიმინაციული კანონი და მას არა. მე ანარქისტი ვარ და ის კონსერვატორი. მე ხანდახან მარქსსაც ვციტირებ და ის მემარცხენე არ არის. მაგრამ, საერთოც ბევრი გვაქვს - ძალიან ბევრი.

ის, მე ძალიან მიყვარს როგორც ჩემი ძმა, რომელმაც ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა და მე თვითონაც 1989 წლის 9 აპრილს პირდაპირი მნიშვნელობით რუს ჯარისკაცებს არ მოაკვლევინა ჩემი თავი, რაზეც მერე ერთ თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა. გუშინ ვუყურე მის საუბარს ინგა გრიგოლიასთან და უნდა გამოვტყდე - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმები, მისი გამოსვლა იყო ბოლო 20 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამართული და ხედვით სავსე, დალაგებული, ამავე დროს ზომიერი უზადო ხელოვნებით შესრულებული პოლიტიკური სიტყვა, რომელიც მე ბილ კლინტონის მერე არც ერთი პოლიტიკოსისგან არ მომისმენია - არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. აქ ჩანდა კაცი, რომელსაც ნამდვილად სწამს იმის, რასაც ამბობს და რომელსაც სულ არ აინტერესებს რეიტინგები და საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ჩემს დიდ პატივისცემას და უფრო მეტიც - აღტაცებას იმსახურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ფეხით ჯოჯოხეთში მყოფი ბოჰემური ცხოვრებით გაუბედურებული გიჟი მემარცხენე ანარქისტი ვარ. ორი დღეა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ასეთი პოლიტიკური სფიჩი დიდი ხანია არ მომისმენია - ბოლო მახსენდება ბილ კლინტონის გამოსვლა დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე 1992 წლის ივლისში. ეს არის და ეს. იხარე, ლევან და იდღეგრძელე“,- წერს ირაკლი კაკაბაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42