საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით აფხაზეთში შიდა დაპირისპირების გამწვავება შესაძლოა გარედან მართული პროცესი იყოს:
"აფხაზეთში შიდადაპირისპირება დიდი ხანია არსებობს, ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ამ საკითხის გამწვავება, რასაკვირველია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ პროცესი მართულია გარედან, სხვა ძალების მიერ და ეს იყოს კავშირში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან.
ასე რომ, საერთაშოისო საზოგადოება არის მობილიზებული, ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ საშიში ტენდენციები შეიმჩნევა აფხაზეთში. განსაკუთრებით ჩვენ გვაღელვებს ის, რომ ქართული მოსახლეობის მიმართ არის აგრესია და კეთდება აგრესიული განცხადებები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, თუ რა ხდება იქ, გვაქვს ჩვენი ანალიზი, დასკვნები და ჩვენი ძალისხმევით საერთაშორისო თანამეგობრობა არის ინფორმირებული და მობილიზებული", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






