„ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:28, 03 Jun, 2014     1999

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2014 წლის აპრილის მდგომარეობით "საქართველოს რკინიგზაში" შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"2014 წლის გადაზიდვების გეგმად განისაზღვრა 20 მილიონი ტონა ტვირთი, რაც წარმოადგენს 2011 წლის მაჩვენებლს; ჩვენს ხელს არსებული აპრილის მონაცემებით, მოსალოდნელი შესრულება არის 15 მილიონი ტონა. ეს არის 2004 წლის მაჩვენებელი. ანუ კომპანიამ წელიწადნახევარში განიცადა 10 წლიანი რეგრესი. ეს არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიას მართავს სრულიად არაკომპეტენტური ხალხი. ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტში უხეშად ერეოდენ და ერევიან არაუფლებამოსილი პირები ,,ექსპერტ"" გია ხუხაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის "საყვარელი დეიდაშვილის", უჩა მამაცაშვილის სახით. ეს არის შედეგი იმისა, რომ მოხდა გადამზიდავის მონოპოლიზაცია და ისეთი სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რომელიც იძლევა კორუფციული გარიგეგებების დადების შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში ცხადია საუბარი ზედმეტია როგორც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, რომლის დასაფინანსებელი სახსრებიც რკინიგზას აღარ აქვს, ისე შეკვეთებზე ელმავალმშენებელი და ვაგონმშენებელი ქარხნებისთვის, რომელთა თანამშრომლების უდიდესი ნაწილი უკვე თვეებია უხელფასო შვებულებაშია გაშვებული. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლემების გამო: მილიონობით ტონა დაკარგული ტვირთი აზიიდან ევროპაში ხვდება საქართველოს გვერდის ავლით, ანუ რუსეთის გავლით და ეს არის დაკარგული კონკრეტული შემოსავლები საქართველოსთვის. ეს ნიშნავს რომ ხდება საქართველოს სტრატეგიული ფინქციის – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის – სრული ეროზია, რაც ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა.

2014 წლის იანვარში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს რკინიგზის არაკომპეტენტური მენეჯმენტისა და ბ–ნი ივანიშვილის ნათესავის რკინიგზის საქმიანობაში ჩარევის შედეგად, საქართველოს რკინიგზამ 2013 წელს დაკარგა 3 მილიონი ტონა ტვირთი. შემცირდა ნავთობპროდუქტების, მარცვლეულის, შაქრის, რკინისა და მარგანეცის მადნის, ფერადი ლითონების, ქიმიური და მინერალური სასუქების, კონტეინერების, რეფრიჟერატორული ვაგონებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა. გაუარესება აღინიშნებოდა ყველა ძირითადი ტვირთის გადაზიდვის დინამიკაში. საპასუხოდ, საქართველოს რკინიგზამ გააკეთა სრულიად არასერიოზული განცხადება და ტვირთების მოცულობის კლების მიზეზებად მოიყვანა არაადექვატური და ცინიკური არგუმენტები", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42