შვეიცარიის პრეზიდენტისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ, ბურკჰალტერი ეუთო-ს ფარგლებში პრევენციის სპეციალური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა:
"რაც შეეხება ეუთო-ს, მინდა გითხრათ, რომ წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა შვეიცარია გახლავთ და ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი თქვენთან მიმართებაში არის ის, რომ დაგეხმაროთ ორ ძირითად საკითხში – პრობლემურ რეგიონებში იყოს უფრო სტაბილური სიტუაცია და მოსახლეობას გავიწიოთ ჰუმანიტარული დახმარება. რაც შეეხება არსებულ ვარიანტებს, შეიქმნება მობილური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდება ვენაში. ამის პარალელურად ხელი უნდა შევუწყოთ და გავაგრძელოთ ჟენევის ფორმატში არსებული მოლაპარაკებები. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, რომ "გაიხსნას" გალის რეგიონი. გარდა ამისა, ჩვენ, შვეიცარიაში დიდ ყურადღებას ვანიჭებთ გადაადგილების თავისუფლების პრინციპებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ხელი შევუწყოთ ამ კუთხით კონკრეტულ ქმედებებს. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტების შემუშავება – შეიქმნას პრევენციის სპეციალური ცენტრი ეუთო-ს ფარგლებში. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ პროექტები ადამიანური განზომილების თვალსაზრისით. ასევე შემუშავებულ უნდა იქნას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფები", - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.
დიდიე ბურკჰალტერმა უშუალოდ შვეიცარიისა და საქართველოს ურთიერთობაზე აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა.
"ჩვენი ურთიერთობები არის არა მხოლოდ მეგობრული, არამედ ინტენსიური და ის დაფუძნებულია ურთიერთნდობის ფუნდამენტზე, ეს ურთიერთობა მუდმივად იზრდება. 2008 წელს ჩვენ გვქონდა პატივი წრმოგვედგინა საქართველოს ინტერესები რუსეთთნ ურთიერთობში და იმ დროიდან მოყოლებული გვაქვს ძალიან ინტენსიური და საინტერესო ურთიერთობები. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვნია, რომ ურთიერთნდობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებას. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩარჩო შვეიცარულ კორპორაციებსა და საქართველოს შორის, რათა გაიზარდოს მათი მხრიდან ინვესტიციები. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ ეკონომიკური და გარემოს დაცვითი პროექტებიც", - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






