მარგველაშვილსა და ბუკჰალტერს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 14:24, 03 Jun, 2014     1326

საქართველოს პრეზიდენტსა და შვეიცარიის კონფერენციის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზეწ მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შემდეგ, შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა. მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

დიდიე ბუკჰალტერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის პირველ პირს ცხინვალის რეგიონში კერძოდ, ერგნეთში, ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, სადაც დღეს დილიდან იმყოფებოდა.

შვეიცარიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება.

როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, საჭიროა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთთან კონტაქტი შეინაჩუნონ და ასე დაადგნენ კონფლიქტის დაძლევისა და შერიგების გზას.

შვეიცარიის პრეზიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი და ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია საქართველოში ეუთო-ს წარმომადგენლობა აღდგეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა დიდიე ბუკჰალტერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ამჟამად არსებული მძიმე ვითარება გააცნო და ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებების და უკანონო დაკავებების ფაქტების შესახებ მიაწოდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში.

მხარეებმა ასევე, ორი ქვეყნის თანამშრომლობის დეტალები განიხილეს და განაცხადეს, რომ ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე კულტურული მიმართულებით. მათ ყურადღება იმ ურთიერთობაზეც გაამახვილეს, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიას შორის რეგიონების დონეზე ვითარდება. აღინიშნა, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

ქართული მხრიდან შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია და შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42