საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "ალ ჯაზირას" სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც აზიელი ფერმერებისთვის ვიზის გაგრძელების მხრივ არსებული პრობლემებზეა საუბარი.
"საერთოდ, ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა იყოს განხილული ცალ-ცალკე. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, რომ გავცეთ, გავაგრძენლოთ ვიზა და ქვეყანაში ცხოვრების უფლება მივცეთ, რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს. მოგეხსენებათ, ჩვენ მიგრაციის პოლიტიკას გადავხედეთ, შემუშავებულია ახალი წესები. გარდა ამისა, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გვავალდებულებს სხვადასხვა კრიტერიუმების შემოღებას", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, თუკი ვინმე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს აქვს ვიზის გაცემასთან დაკავშირებით, ვიზა შეიძლება არ გაიცეს.
"მაგრამ, თუ არ იქნება განხილული კონკრეტული ფაქტები, ის ამ თემაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემს",-აღნIშნა მაია ფანჯიკიძემ.
ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს რობინ ფორესტერ-უოკერის რეპორტაჟს საქართველოდან. რეპორტაჟის სახელწოდებაა "საქართველო მიგრანტებს ვიზის გაგრძელებაზე უარს ეუბნება".
რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავს, რომ ერთ დროს საქართველოში მიესალმებოდნენ უცხოელი ბიზნესმენების მიერ სასოფლო მიწების შესყიდვას, თუმცა საქართველოში მყოფი ბევრი აზიელი ახლა იძულებულია დატოვოს ქვეყანა, რადგან უარს ეუბნებიან ვიზის გაგრძელებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






