,,წავა, მოწევს, მერე მამამისი ვალს აიღებს, მე მომადგება, მეტყვის: იპოთეკარი ვარ, მიშველეთო"
პოლიტიკა - 13:57, 03 Jun, 2014     1337

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია დანაშაული იქნება.

დეპუატატის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითხოვენ, "ქუჩას არ იცნობენ", ასეთი შეღავათის დაშვება კი, მისი აზრით, ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.

"მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ჩემი აზრით, დანაშაულია. პონპონჩიკიანი ტიპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ლიბერალური ადამიანები არიან, ლიბერალური ფასეულობებით - ხშირ შემთხვევაში კულტურასთან უფრო ახლოს, ვიდრე - ქუჩასთან. ქუჩას არ იცნობენ. ქუჩა ძალიან დაუნდობელია. იქ ნებისმიერი შეღავათი ნებისმიერ ნარკოტიკზე ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც სერიოზული დამაზიანებელი შედეგი ექნება პატარა ნაწილისათვის, თორემ ჰოლანდიაში კაფეში შედიან და უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებთან ერთად აბოლებენ", - განუცხადა ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, მარიხუანას მოხმარებაზე მხოლოდ ჯარიმის დაწესებაც პრობლემას შექმნის.

"ჯარიმა რა, წავა, მოწევს, მერე მამამისი ვალს აიღებს, მე მომადგება, მეტყვის: იპოთეკარი ვარ, მიშველეთო. იპოთეკარებშიც უამრავი ადამიანი "გაჭედილია" იმიტომ, რომ შვილმა რაღაც გააკეთა... შეიძლება შვიდი წელის მისჯა ბევრია, მაგრამ სასჯელის, რაღაც ფორმა აუცილებლად უნდა იყოს. არის ნარკოტიკების მომხმარებელთა ორი კატეგორია: ერთი, ბოჰემურ ნაწილად მიიჩნევს საკუთარ თავს, ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს და არის მეორე ნაწილი, რომელიც არ ჩანს და, რომელიც არის დაუნდობელი, ნაკლებად მომთხოვნი ხელოვანთა მიმართ – ეს საერთოდ არ აინტერესებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42